ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აქციების გამოსყიდვასთან დაკავშირებული ვალდებულების შესახებ

  • Word
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აქციების გამოსყიდვასთან დაკავშირებული ვალდებულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1135
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 30/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1135
30/08/2013
გამოუქვეყნებელი, 30/08/2013
000000000.00(0).000.000000
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აქციების გამოსყიდვასთან დაკავშირებული ვალდებულების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1135

2013 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აქციების გამოსყიდვასთან დაკავშირებული ვალდებულების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აქციების გამოსყიდვასთან დაკავშირებული საქართველოს ვალდებულების თაობაზე.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კაპიტალში ანაზღაურებადი აქციების „paid-in shares“ გამოსყიდვასთან დაკავშირებით 2,675,044 აშშ დოლარის გადარიცხვა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალდებულებების მომსახურების და დაფარვის არსებული რესურსის 2,600,000 ლარით შემცირება და ამავე თანხით საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მონაწილეობიდან გამომდინარე არსებული ვალდებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაზრდა.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ბ. ივანიშვილი