დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პროფესიული სწავლებისათვის აუცილებელი ინვენტარით, მასალითა და ნივთებით უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1127 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 27/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1127
2013 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პროფესიული სწავლებისათვის აუცილებელი ინვენტარით, მასალითა და ნივთებით უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამისათვის ‑ „საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება“ (პროგრამული კოდი 27 02 01), გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პროფესიული სწავლებისათვის აუცილებელი ინვენტარის, მასალისა და ნივთების სახელმწიფო შესყიდვა 40000 (ორმოცი ათასი) ლარის ზღვრული ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები