დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №1100 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1122 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 26/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1122
2013 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №1100 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №1100 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თიანეთის, თეთრიწყაროს, ხაშურის, გორის, ქარელის, კასპის და ადიგენის მუნიციპალიტეტების ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით საჭირო სამუშაოების, კერძოდ, ელექტროგადამცემი ხაზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის პროექტირებასა და მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოუყოს 1 702 000 (ერთი მილიონ შვიდას ორი ათასი) ლარი.“;
ბ) განკარგულების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
დანართი
|
| რეგიონი | მუნიციპალიტეტი | სოფელი |
| 1 | მცხეთა-მთიანეთი | თიანეთი | ჭიაურა |
| 2 | მცხეთა-მთიანეთი | თიანეთი | გძელველი |
| 3 | ქვემო ქართლი | თეთრიწყარო | ჩხიკვთა |
| 4 | შიდა ქართლი | ხაშური | ღართა |
| 5 | შიდა ქართლი | გორი | ქსოვრისი |
| 6 | შიდა ქართლი | ქარელი | ლეთეთი |
| 7 | შიდა ქართლი | კასპი | გოსტიბე |
| 8 | სამცხე-ჯავახეთი | ადიგენი | უტყისუბანი.“. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები