კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ივნისის №69/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ივნისის №69/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 04/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016116
12/04
04/02/2014
ვებგვერდი, 04/02/2014
220020000.18.011.016116
კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ივნისის №69/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №12/04

2014 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

 

კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ივნისის №69/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ივნისის №69/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
  1. მე-2 მუხლის  ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) „ლიკვიდური აქტივები“ – ფულადი სახსრები და ისეთი სახის აქტივები, რომლებსაც აქვთ ფულად სახსრებად მყისიერად (სწრაფად) გარდაქმნის შესაძლებლობა. ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში მონაწილეობს №1003, 1004, 1005, 1006, 1013, 1014, 1015, 1016, 1018, 1051, 1052, 1061, 1062, 141, 1512, 1702, 1703, 1712, 1713, 1722, 1723, 1732, 1733 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხები; ასევე, ეროვნული ბანკის მონეტარულ ოპერაციებში გირავნობის საგნის სახით გამოყენებადი აქტივები, მათ შორის, რეპო გარიგებების ჩარჩოხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ფასიანი ქაღალდები, ამ აქტივების დაგირავების შემთხვევაში  ეროვნული ბანკისგან მისაღები სესხის მაქსიმალური თანხის ოდენობით.  ლიკვიდურ აქტივებს აკლდება №3502, 3503, 3512, 3513 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხები და კომერციული ბანკებიდან მიღებული ერთდღიანი დეპოზიტებისა ან იმ დეპოზიტების ეკვივალენტი თანხები, რომლის მყისიერად და უპირობოდ გამოთხოვა შესაძლებელია, ან დეპოზიტის გამცემ ბანკს აქვს უფლება, მისი უზრუნველყოფით დაუყოვნებლივ და უპირობოდ აიღოს სესხი. ამასთან, ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში არ ჩაითვლება:

გ.ა) №141 და №1512 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული სავალო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც კაპიტალის ადეკვატურობის მიზნებისთვის 0% საკრედიტო რისკით იწონება;

გ.ბ) ყადაღადადებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული თანხები;

გ.გ) ნეგატიურად კლასიფიცირებული ბანკთაშორისი დეპოზიტები;

გ.დ) ეროვნულ ბანკში განთავსებული მინიმალური რეზერვების თანხა ან მისი ნაწილი, რომლის უზრუნველყოფითაც კომერციულ ბანკს აღებული აქვს კრედიტი;

გ.ე) ეროვნული ბანკის მონეტარულ ოპერაციებში გირავნობის საგნის სახით გამოყენებული აქტივები;

გ.ვ) პირდაპირ ან არაპირდაპირ გაცვლილი ბანკთაშორისი დეპოზიტები;

გ.ზ) კომერციულ ბანკებში განთავსებული  ერთ დღეზე მეტი ვადიანობის დეპოზიტები, რომლის მყისიერად და უპირობოდ გამოთხოვა შეუძლებელია, ან გამცემ ბანკს მისი უზრუნველყოფით  დაუყოვნებლივ და უპირობოდ სესხის აღების უფლება არ აქვს.“.

  1. მე-2 მუხლის  ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ნ) ვალდებულებები” –  ბანკის მთლიანი ვალდებულებებისა და გარესაბალანსო ვალდებულებების ნაწილი, რომელიც გამოიყენება ამ წესით დადგენილი საშუალო ლიკვიდობის კოეფიციენტის გასაანგარიშებლად. ვალდებულებები გაიანგარიშება როგორც ბანკის “მთლიანი ვალდებულებებისა” და “გარესაბალანსო ვალდებულებების” თანხობრივ მოცულობათა ჯამი, რომელშიც არ გაითვალისწინება:

ნ.ა) ბანკის მიერ გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატები, მიღებული სესხები, მიღებული საბანკო დეპოზიტები, სუბორდინირებული ვალები და გარესაბალანსო ვალდებულებები და/ან მათი ნაწილი, რომელთა გადახდამდე/შესრულებამდე დარჩენილია ექვს თვეზე მეტი და ვადაზე ადრე გამოთხოვა შეუძლებელია;

ნ.ბ) აქტივების დაგირავებით ეროვნული ბანკისგან მიღებული რეფინანსირების სესხები;

ნ.გ) დაჯავშნული დეპოზიტები, დეპოზიტის თანხისა და მისი უზრუნველყოფით გაცემული სესხის ან გარესაბალანსო ვალდებულების თანხებს შორის უმცირესის ოდენობით;

ნ.დ) პირდაპირ ან არაპირდაპირ გაცვლილი ბანკთაშორისი დეპოზიტები;

ნ.ე) №3502, 3503, 3512, 3513 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხები და კომერციული ბანკებიდან მიღებული ერთდღიანი დეპოზიტები ან დეპოზიტები, რომლის მყისიერად და უპირობოდ გამოთხოვა შესაძლებელია, ან დეპოზიტის გამცემ ბანკს აქვს უფლება, მისი უზრუნველყოფით დაუყოვნებლივ და უპირობოდ აიღოს სესხი;

ნ.ვ) უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვისათვის ნაკისრი ვალდებულებები;

ნ.ზ) რეპო გარიგებების ჩარჩოხელშეკრულების ფარგლებში წარმოქმნილი ვალდებულებები, გამოყენებული ფასიანი ქაღალდის დაგირავების შემთხვევაში ეროვნული ბანკისგან მისაღები სესხის მაქსიმალური თანხის ოდენობასა და რეპო გარიგების ანგარიშსწორების თანხას შორის უმცირესის ოდენობით.“.

3. მე-3 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) ლკ (საშუალო ლიკვიდობის კოეფიციენტი) – საანგარიშგებო თვის საშუალო ლიკვიდური აქტივები უნდა იყოს საანგარიშგებო თვის საშუალო ვალდებულებების არანაკლებ 30 პროცენტისა;  სადაც ლიკვიდურ აქტივებს იმავე ვალუტაში, არარეზიდენტი კლიენტების დეპოზიტებში ხვედრითი წილის პროპორციულად, აკლდება არარეზიდენტი კლიენტების მიერ განთავსებული  დეპოზიტების X=max[(A-10%), 0] პროცენტი, სადაც A არის არარეზიდენტი კლიენტების მიერ განთავსებული დეპოზიტების პროცენტული წილი კლიენტების მთლიან დეპოზიტებში; არარეზიდენტი კლიენტების დეპოზიტების წილის გაანგარიშებაში არ გაითვალისწინება დაჯავშნული დეპოზიტები.".

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან.  

 


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე