დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის №105/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 04/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/02/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010040.18.011.016119 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 29 ნოემბრის №105/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 21 პუნქტი:
„2¹. კომერციული ბანკი, რომელიც თავის საბანკო ოპერაციებში იყენებს ელექტრონულ ხელმოწერას, ვალდებულია შეიმუშაოს დებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ წესის შესაბამისად მოთხოვნილ ზოგადი წესების დაცვას, ისე რომ შენარჩუნებულ იქნეს ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობებთან დაკავშირებული ცალკეული ოპერაციების კონკრეტიზაცია და საანგარიშსწორებო/სააღრიცხვო რისკების მართვის ის ხარისხი, რაც უზრუნველყოფილი იქნებოდა ამ ოპერაციის განხორციელებისას მატერიალურ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის გამოყენების შემთხვევაში.“. |
2.
მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-7 პუნქტი:
„7. თუ პირველადი დოკუმენტები შექმნილია ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით, ბანკმა უზრუნველყოს მათი შინაარსის ამსახველი (საბალანსო და ბალანსგარეშე ანგარიშების, შემოსავლისა და გასავლის დოკუმენტების მიხედვით) სრულყოფილი სალაროს რეესტრის შექმნა, ამობეჭდვა, საბუღალტრო მონაცემებთან შედარება და აკინძვა სალაროს სხვა მატერიალურ დღიურ საბუთებთან და დანართებთან ერთად. ამასთანავე, ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით შექმნილი პირველადი დოკუმენტებისთვის გამოიყენოს არქივაციის ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონული დოკუმენტების მაქსიმალურად უსაფრთხო შენახვასა და დაცვას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები