დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 სექტემბრის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/02/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.027.016519 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 სექტემბრის №166 ბრძანებაში (სსმ III, 09.09.2010 წ., №114, მუხ. 1712) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული „სტაჟირების გავლის წესის“ (დანართი №2): ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სტაჟირების გავლის ვადა არის 8 თვე, რომელიც შეიძლება შემცირდეს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“; ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. სტაჟირების პრაქტიკული კურსი 1. სტაჟირების პრაქტიკული კურსი მიმდინარეობს იმ ნოტარიუსთან, სადაც პირი სტაჟირებისათვის გაიგზავნა ნოტარიუსთა პალატის მიერ. ნოტარიუსთა პალატის გამგეობის გადაწყვეტილებით, პრაქტიკული სწავლება, ერთი თვის ვადით, მიმდინარეობს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში/დაწესებულებაში, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია ნოტარიატის სისტემასთან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრაქტიკული სწავლების შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში/დაწესებულებაში მიმდინარეობისას, ადმინისტრაციული ორგანოს/დაწესებულების უფლებამოსილი თანამდებობის პირი აკონტროლებს სტაჟირების მიმდინარეობის პროცესს და ადმინისტრაციულ ორგანოში/დაწესებულებაში სტაჟირების დასასრულს ავსებს სტაჟიორის შეფასების ფორმას (დანართი 2ბ), რომელიც წარედგინება ცენტრს. შეფასების ფორმას ხელს აწერენ ადმინისტრაციული ორგანოს/დაწესებულების უფლებამოსილი თანამდებობის პირი და სტაჟიორი, რომელიც ხელმოწერით ეთანხმება მიღებულ შეფასებას. 3. სტაჟიორს, რომელსაც ბოლო ორი წლის პერიოდში აქვს ნამუშევარი ნოტარიუსის შემცვლელ პირად არანაკლებ ერთი თვის განმავლობაში, ნოტარიუსთა პალატის გამგეობა უფლებამოსილია, სანოტარო ბიუროში სტაჟირების პრაქტიკული კურსი ჩაუთვალოს გავლილად. ამ შემთხვევაში, სტაჟიორი ვალდებულია გაიაროს ერთთვიანი პრაქტიკული კურსი ამ მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ორგანოში/დაწესებულებაში. 4. ერთ სანოტარო ბიუროში შეიძლება სტაჟირებისათვის გაიგზავნოს არაუმეტეს ორი სტაჟიორი, ასევე დასაშვებია სტაჟიორთა როტაცია. 5. სტაჟირების ხელმძღვანელი ნოტარიუსი ვალდებულია სტაჟიორს შეასწავლოს პროგრამით გათვალისწინებული საკითხები და გაუწიოს მონიტორინგი სწავლების პროცესს. 6. სტაჟიორის სწავლების ხანგრძლივობა სანოტარო ბიუროში, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოში/დაწესებულებაში ყოველდღიურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ სამ საათს. სტაჟიორს უფლება აქვს წინასწარი წერილობითი შეტყობინებით, ორი სამუშაო დღის განმავლობაში არ გამოცხადდეს სანოტარო ბიუროში ან ადმინისტრაციულ ორგანოში/დაწესებულებაში. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სტაჟიორი წარადგენს ცნობას საპატიო მიზეზების არსებობის თაობაზე. 7. სტაჟირების დამთავრებისას სტაჟირების ხელმძღვანელი ნოტარიუსი ცენტრს წარუდგენს სტაჟიორის შეფასების ფორმას (დანართი 2ა ), რომლითაც აფასებს, რამდენად პასუხობს სტაჟიორი სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შეფასების ფორმას ხელს აწერენ სტაჟირების ხელმძღვანელი ნოტარიუსი და სტაჟიორი, რომელიც ხელმოწერით ეთანხმება მიღებულ შეფასებას. 8. თუ სტაჟირების გავლის პერიოდში სტაჟირების ხელმძღვანელ ნოტარიუსს შეუწყდა ან შეუჩერდა სანოტარო საქმიანობის უფლება, სტაჟიორს ნოტარიუსთა პალატა სტაჟირებისათვის აგზავნის სხვა ნოტარიუსთან. ამ შემთხვევაში სტაჟირების ხელმძღვანელი ნოტარიუსი, რომელსაც შეუწყდა ან შეუჩერდა სანოტარო საქმიანობის უფლება, ვალდებულია ნოტარიუსთა პალატას წარუდგინოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სტაჟიორის შეფასების ფორმა, სადაც ასახული იქნება სათანადო ინფორმაცია სტაჟირების შესაბამისი პერიოდის გათვალისწინებით. 9. სტაჟიორი ნოტარიუსის შემცვლელი პირის დანიშვნისას სტაჟირებას აგრძელებს ნოტარიუსის შემცვლელ პირთან იმავე წესითა და პირობებით. 10. ნოტარიუსთა პალატის გამგეობის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების, შესაბამისი ნოტარიუსისა და ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია, სტაჟიორს შეუმციროს სანოტარო ბიუროში გასავლელი სტაჟირების პრაქტიკული კურსის მთლიანი ვადა, თუ ნოტარიუსის შემცვლელად მუშაობისას მის მიმართ არაა გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომა. ამ შემთხვევაში სტაჟიორს გადაეცემა ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სერტიფიკატი.“; გ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სტაჟიორს თეორიული კურსის სწავლების დასასრულს უტარდება ტესტირება პროფესიულ უნარ-ჩვევებში. დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში სტაჟიორი პრაქტიკული კურსის გასავლელად იგზავნება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში/დაწესებულებაში, ხოლო შემდეგ - ნოტარიუსთან.“; დ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თეორიული კურსის სწავლების დასასრულს პროფესიულ უნარ-ჩვევებში ტესტირების უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორი უფლებამოსილია სტაჟიორთა კონკურსის გავლის გარეშე განმეორებით გაიაროს სტაჟირების თეორიული კურსი ამ ბრძანებით დადგენილი წესით.“. 2. ბრძანებას დაემატოს დანართი №2ბ თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №2ბ
|
| ||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები