„მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 მარტის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 მარტის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/02/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.153.016193
6
03/02/2014
ვებგვერდი, 06/02/2014
010250020.35.153.016193
„მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 მარტის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №6

2014 წლის 3 თებერვალი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის, ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
  1. შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 მარტის №23 დადგენილებაში (სსმ 12.03.2013, 010250020.35.153.016.163), კერძოდ, 1.1. პირველი მუხლის „ზ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მსხალდიდის ტერიტორიული ორგანო: რომელიც მოიცავს სოფ. მსხალდიდს, სოფ. მუხათწყაროს, სოფ. ნაფეტვრებს, სოფ. ნახშირგორას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქაშიაშვილი