სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯი თი ემ გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯი თი ემ გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 130
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016543
  • Word
130
27/01/2014
ვებგვერდი, 06/02/2014
000000000.00.003.016543
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯი თი ემ გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 130

2014 წლის 27 იანვარი

 ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯი თი ემ გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ არგვეთაში მდებარე 14068 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №32.03.49.135) და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ არგვეთაში მდებარე 13351 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №32.03.49.136) პირდაპირი მიყიდვის ფორმით 110 000 (ას ათი ათასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „ჯი თი ემ გრუპს“ (ს/კ 404882383).

2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ;

 ბ) ამ განკარგულებით გადაცემულ ქონებაზე ფეროშენადნობი ქარხნის მშენებლობა, მისი დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) წლის ვადაში ;

გ) ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ 4 000 000 (ოთხი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება.

3. შპს „ჯი თი ემ გრუპი“ ვალდებულია, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე უზრუნველყოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად განსახორცილებელი ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რომლის ვადაც საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს სამი თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                        ირაკლი ღარიბაშვილი