დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორს „AuM“-ს შორის გასაფორმებელი „საპატიო სტუმრის შეთანხმების“ პროექტის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 125 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016542 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №125
2014 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფრანკფურტისწიგნის ბაზრობის ორგანიზატორს„ AuM“ -ს შორის გასაფორმებელი „საპატიო სტუმრის შეთანხმების“ პროექტის შესახებ
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად,მოწონებულ იქნეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორს „ AuM“ -სშორის გასაფორმებელი „საპატიო სტუმრის შეთანხმების“ პროექტიდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიეცეს თანხმობა, შეთანხმების ტექსტში დავების გადაწყვეტის მექანიზმად განსაზღვროს სასამართლო „ AuM“ -ის ადგილსამყოფელის მიხედვით და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები