დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 124 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016541 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №124
2014 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
,,სახელმწიფო შესყივების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2014 წელს, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ღვინის ეროვნულმა სააგენტომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ,,მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამის“,,ღვინის ლაბორატორიული კვლევის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 37 03 02) , „ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 37 03 03)და ,,ქართული ვაზის წარმოშობის პოპულარიზაციის“ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 37 03 07) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები