შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზის 82–ე კმ–ზე (დაბა ხულოს გასასვლელი) არსებული დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის და ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 121
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016538
  • Word
121
27/01/2014
ვებგვერდი, 06/02/2014
000000000.00.003.016538
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზის 82–ე კმ–ზე (დაბა ხულოს გასასვლელი) არსებული დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის და ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 121

2014 წლის 27 იანვარი

 ქ. თბილისი

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 82-ე კმ-ზე (დაბა ხულოს გასასვლელი) არსებული დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის და ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენის შესახებ

1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 82-ე კმ-ზე (დაბა ხულოს გასასვლელი) არსებული დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის და ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენის მიზნით , საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:

ა) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად,2014 წელს გამარტივებული შესყიდვით უზრუნველყოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 82-ე კმ-ზე (დაბა ხულოს გასასვლელი) არსებული დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის და ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენითი სამუშაოებისგანხორციელება;

ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოები განახორციელოს პროექტირების პარალელურ რეჟიმში, ეტაპობრივად შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.

2. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაფინანსება განახორციელოს ,,საქართველოს 201 4 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ,,გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი –25 02 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან .

პრემიერ-მინისტრი                          ირაკლი ღარიბაშვილი