დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 ნოემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.157.016155 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 ნოემბრის №34 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 26/11/2013, სარეგ.კოდი 010260020.35.157.016138) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
| მუხლი 1 |
1.
2013 წლის 19 ნოემბრის №34 დადგენილებით დამტკიცებული ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) იურიდიულ და საკადრო საკითხთა განყოფილება“. |
2.
2013 წლის 19 ნოემბრის №34 დადგენილებით დამტკიცებული ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების“ მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. იურიდიულ და საკადრო საკითხთა განყოფილების ფუნქციები და უფლებამოსილებები.
ა) ახორციელებს საკრებულოში განსახილველი იმ სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, რომელიც გამგებლის მიერ არის ინიციირებული; ბ) შესაბამისი დავალების შემთხვევაში ახორციელებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს (მათ შორის, ამ ორგანოთა სხდომებზე, თათბირებზე და ა.შ.); გ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებას მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ასევე მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსულ საკითხებზე; დ) განიხილავს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ცალკეულ საკითხებს, ითანხმებს მათი საქართველოს კანონმდებლობასთან და გამგეობის, როგორც სამართალურთიერთობის სუბიექტის, სამართლებრივ ინტერესებთან შესაბამისობის საკითხს; ე) ახორციელებს მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას; ვ) საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოებში, პროკურატურის ორგანოებში და სხვა სამართალდამცავ ორგანოებში; ზ) საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოში, პროკურატურის ორგანოებში და სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან; თ) განიხილავს მოქალაქეთა წერილებსა და საჩივრებს; ი) ახორციელებს გამგეობის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულისა და შესაბამისობის შემოწმებას; კ) ახორციელებს გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლისა და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას; ლ) ახორციელებს გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე; მ) ადგენს გამგეობის მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკს; ნ) იხილავს გამგეობის მოსამსახურეთა დისციპლინური გადაცდომის შესახებ საკითხებს და ამზადებს დისციპლინური ზომის გამოყენების თაობაზე შესაბამის წინადადებებს; ო) ახორციელებს გამგეობის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს; საჯარო მოსამსახურეთა მიერ შეთავსებით სხვა სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის საკითხების შესწავლას; პ) ამზადებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების რეორგანიზაციის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტებს და ორგანიზებას უწევს რეორგანიზების ჩატარების პროცესს; ჟ) ამზადებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტაციას ; რ) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის ცალკეულ დავალებებს; ს) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. განყოფილება უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლისა და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები