„საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ლ. იზორიას მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 118
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016535
118
27/01/2014
ვებგვერდი, 05/02/2014
000000000.00.003.016535
„საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ლ. იზორიას მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №118

2014 წლის 27 იანვარი

 ქ. თბილისი

 „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ლ. იზორიას მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 პუნქტის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის  „ვ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს 2013 წლის 18 დეკემბერს ხელმოწერილი „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება.

2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებაზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია.

პრემიერ-მინისტრი                                                      ირაკლი ღარიბაშვილი