„თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016157
3
31/01/2014
ვებგვერდი, 07/02/2014
010250020.35.163.016157
„თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2014 წლის 31 იანვარი

ქ. თელავი

 

„თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის №18 დადგენილებაში  და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

მუხლი 4. სამსახურის მოსამსახურეები და მათი უფლება - მოვალეობები

1. სამსახურის მოსამსახურეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  გამგებელი. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში სამუშაოდ მიიღება საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და პიროვნული თვისებებით, განათლებით (არანაკლებ საშუალო განათლებისა), ფიზიკური მომზადებით და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს  მასზე დაკისრებული მოვალეობანი.

2. სამსახურის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე.

3. სამსახურს თავისი ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად ჰყავს:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) ცვლის უფროსი;

გ) უფროსი მეხანძრე;

დ) მეხანძრე;

ე) მძღოლი;

ვ) დისპეტჩერი (მეელსმენე).

4. მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი სამსახურის მოსამსახურეების ფუნქციონალური მოვალეობები განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (№1254 - 26.10.2006წ.) ბრძანების შესაბამისად.

5. მოსამსახურის უფლებები:     

ა) სამსახურის პირადი შემადგენლობა სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას სარგებლობს საჭირო აღჭურვილობით და დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც ეძლევა უფასოდ, კანონით დადგენილი პერიოდულობით;

ბ) პირადი შემადგენლობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა კანონმდებლობის საფუძველზე ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას;

გ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას თანამშრომლის დაღუპვის, დასახიჩრების და დაინვალიდების შემთხვევაში კომპენსაცია გაიცემა კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედიმიტრი ბოჭორიძე