დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 03 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.115.016119 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/02/2014 - 28/02/2014)
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3-ე პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართი №1-ის მიხედვით. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge 04/02/2013 წელი 010250020.35.115.016101) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 იანვრის №04 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი ეს წესი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას.
|
თავი I
სოციალური დახმარების სახეები
|
მუხლი 1.
სოციალური დახმარების სახეები |
ა) მძიმე ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება; ბ) ხანდაზმულთა დახმარება; გ) ოჯახებისა და ბავშვების დახმარება; დ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა დახმარება; ე) ომის ვეტერანთა სოც. უზრუნველყოფის ხარჯები (კომპენსაცია); ვ) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო დახმარება; ზ) ერთჯერადი ფულადი დახმარება. |
თავი II
ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი:
|
მუხლი 2.
მძიმე ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება:
|
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100), რომელიც შევსებული იქნება ნებისმიერი დიაგნოსტიკური ცენტრის გამოკვლევის საფუძველზე; დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მკვეთრად გამოხატული I ჯგუფის უსინათლო ინვალიდებს; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას (ცერებრალური დამბლა,დაუნის სინდრომი,ლეიკემია,შიდსი), დახმარება გაიცეს ყოველთვიურად 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით.
ა) ბენეფიციარის პირადობის ნოწმობის ასლი; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური სუბსიდიების სააგანეტოდან). გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
|
მუხლი 3.
ხანდაზმულთა დახმარება.
|
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი. გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები. |
მუხლი 4.
ოჯახისა და ბავშვების დახმარება:
|
ა) პირველ და მეორე შვილზე 100 ლარი, მესამე და მეოთხე შვილზე 150 ლარი; მეხუთე და ზევით 250 ლარი; ბ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 4 შვილი - 200 ლარი ერთჯერადად. 5 და ზევით ყოველთვიურად ბავშვზე 10 ლარი; (დახმარება გაიცემა განცხადების გარეშე); გ) ტყუპების შემთხვევაში 150 ლარი თითოეულზე ერთჯერადად.
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები. |
მუხლი 5.
ხანძრითა და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ფინანსური დახმარება:
|
ა) წერილობითი განაცხადი; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ხანძარსაწინააღმდეგო დაწესებულებიდან, მათ შორის, სტიქიით მიყენებული ზარალის შესაფასებლად მუნიციპალიტეტში შექმნილი კომისიის დასკვნა - ხანძრისა და სხვა სტიქიური მოვლენის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხის შესახებ; დ) რწმუნებულის ცნობა აღნიშნულ ოჯახზე; ე) საბანკო დაწესებულებებში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
|
მუხლი 6.
ომის ვეტერანთა სოც. უზრუნველყოფის ხარჯები (კომპენსაცია):
|
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი; დ) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომლებიც დაადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ (მეუღლე, მშობელი, შვილი) ურთიერთობას; ე) გარდაცვალების მოწმობა; ვ) საბანკო რეკვიზიტები. |
მუხლი 7.
უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები.
|
ა) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; 2) მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია. ა) დამკრძალავი ხარჯების მიმღები პირის განაცხადი მუნიციაპლიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ. |
თავი III
სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება
|
მუხლი 8.
ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
|
1.ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემას, მუნიციპალურ პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნასა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდეგში - სამსახური).
2. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და შემოწმების შემდეგ სრულყოფილ დოკუმენტაციას, სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად, გადასცემს სოციალური დახმარების გაცემის კომისიას. |
მუხლი 9.
კომისია
|
|
მუხლი 10.
კომისიის სხდომის ოქმი
|
|
მუხლი 11.
სოციალური დახმარების გაცემის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
|
|
მუხლი 12.
დახმარების გაცემა
|
|
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
|
მუხლი 13.
წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები