დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 394 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010170000.22.029.016151 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის №154 ბრძანების (ვებგვერდი, 06/12/2012, სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016038) პირველი მუხლით დამტკიცებულ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების“ (შემდგომში - დებულება) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები: „ტ) თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვება; უ) ერთი პირის ან ერთი ოჯახისათვის თავშესაფრის მაძიებელ პირთა მიმღებ ცენტრში საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, ასევე მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტა და გასახლება მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული მიმღებ ცენტრში განთავსების, ქცევის და მიმღები ცენტრიდან გასახლების წესის შესაბამისად.“ 2. დებულების მე-3 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: „4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს; ბ) უფლებამოსილია ხელი მოაწეროს/ვიზირება გაუკეთოს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე; დ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ფუნქციებს მისი არყოფნის შემთხვევაში. 3. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველო, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა.ა) თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილება; ა.ბ) თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრი - განყოფილება;“. 4. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 41. თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების ფუნქცია და ამოცანაა თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი, პერიოდული განახლება და ერთიანი მონაცემთა ბაზის წარმოება; 42. თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის - განყოფილების ფუნქცია და ამოცანაა ერთი პირის ან ერთი ოჯახისათვის თავშესაფრის მაძიებელ პირთა მიმღებ ცენტრში საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, ასევე მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტა და გასახლება მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული მიმღებ ცენტრში განთავსების, ქცევის და მიმღები ცენტრიდან გასახლების წესის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები