საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროქტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროქტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1112
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 22/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1112
22/08/2013
გამოუქვეყნებელი, 22/08/2013
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროქტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1112

2013 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროქტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:

ა) ქალაქ ზუგდიდში დაგეგმილია შ. ხუბულავას ქუჩის რეაბილიტაცია, რომლის მთლიანი ღირებულება შეადგენს 3 900 000 (სამი მილიონ ცხრაასი ათასი) ლარს;

ბ) აღნიშნული პროექტიდან 1 200 000 ლარი ფინანსდება „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დამატებითი დაფინანსება (WB)“ ფარგლებში, რომლის პირობების მიხედვით თანხის 50% (600 000 ლარი) დაფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ, რომელიც სესხის სახით უნდა გადაეცეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, 30%‑ს (360 000 ლარი) აფინანსებს სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ხოლო 20% უნდა დააფინანსოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა;

გ) პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დარჩენილი ნაწილი ‑ 2 700 000 ლარი უნდა დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. უფლება მიეცეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ქ. ზუგდიდში დაგეგმილი შ. ხუბულავას ქუჩის რეაბილიტაციის მიზნით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აიღოს სესხი 600 000 ლარის ოდენობით.

3. პროექტის განსახორციელებლად 2013 წელს საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოყოს 1 040 000 ლარი, მათ შორის:

ა) სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარები ფონდისათვის - 800 000 ლარი;

ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის- 240 000 ლარი.

4. სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამ განკარგლების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

5. საქართველოს ფინანსთა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში გაითვალისწინონ 2014 წელს პროექტის დასრულებისათვის საჭირო თანხები.

პრემიერ-მინისტრი                                                            ბ. ივანიშვილი