საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

  • Word
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1103
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 22/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1103
22/08/2013
გამოუქვეყნებელი, 22/08/2013
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1103

2013 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფუნქციებისა და მოვალეობების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, ასევე მისთვის სარგებლობაში გადაცემული შენობის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიას გამოუყოს 1 300 000 (ერთი მილიონ სამასი ათასი) ლარი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიას გამოუყოს არა უმეტეს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი                                                            ბ. ივანიშვილი