თვითმმართველი ქალაქი ბათუმისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
თვითმმართველი ქალაქი ბათუმისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1083
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 19/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1083
19/08/2013
გამოუქვეყნებელი, 19/08/2013
000000000.00(0).000.000000
თვითმმართველი ქალაქი ბათუმისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1083

2013 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

თვითმმართველი ქალაქი ბათუმისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ქ. ბათუმში სარაგბო სტადიონის მშენებლობის დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თვითმმართველ ქალაქ ბათუმს გამოუყოს 3 600 000 (სამი მილიონ ექვსასი ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქალაქ ბათუმის მერიამ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ‑მინისტრი                                                                      ბ. ივანიშვილი