დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 თებერვლის №162 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1081 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 19/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1081
2013 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
„ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 თებერვლის №162 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 თებერვლის №162 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, ამავე დადგენილებით გათვალისწინებული პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად, 2013 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოს არაუმეტეს 230 000 000 (ორას ოცდაათი მილიონი) ლარი.“.
პრემიერ‑მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები