არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,საქართველოს რაგბის კავშირისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,საქართველოს რაგბის კავშირისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1069
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 16/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1069
16/08/2013
გამოუქვეყნებელი, 16/08/2013
000000000.00(0).000.000000
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,საქართველოს რაგბის კავშირისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1069

 2013 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,საქართველოს რაგბის კავშირისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – „საქართველოს რაგბის კავშირს“ (ს/კ 204874911) უსასყიდლო აღნაგობის ფორმით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 59 წლის ვადით, გადასცეს ქალაქ თელავში, კავკასიონის ქუჩის მიმდებარედ მდებარე 30813 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №53.20.31.412).

2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ბ. ივანიშვილი