საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დაკავებული ფართის მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დაკავებული ფართის მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1059
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 15/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1059
15/08/2013
გამოუქვეყნებელი, 15/08/2013
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დაკავებული ფართის მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1059

2013 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დაკავებული ფართის მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვის ღონისძიებათა შესახებ

იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის იუსტიციის სახლში (მდებარე, ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. 2) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დაკავებულ ფართზე სამინისტროს ცენტრალური აპარატის გარდა, ასევე განთავსებულია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომში ‑ სააგენტო) ნება დაერთოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, მის და სააგენტოს მიერ დაკავებული ფართის მომსახურებისათვის გაწეული ერთობლივი დანახარჯების (ელექტროენერგია, გაზი, წყალი, კავშირგაბმულობის ხარჯები, შენობის დაცვის მომსახურება და ზემოაღნიშნული ფართის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები) დაფარვა განახორციელოს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის დამტკიცებული ასიგნებებიდან.

 პრემიერ-მინისტრი                                                                                  ბ. ივანიშვილი