შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1054
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 15/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1054
15/08/2013
გამოუქვეყნებელი, 15/08/2013
000000000.00(0).000.000000
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1054

2013წლის 15აგვისტო

ქ. თბილისი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ ტექსტში - სააგენტო), რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ (ს/კ 404942470),დასახული ამოცანების განსახორციელებლად, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, არსებობის ვადით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე, გადასცეს ქ. ქუთაისში, ფალიაშვილის ქ. №33, ბასკეთის ქ. №2 და ლერმონტოვის ქ. №1-ში მდებარე,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდგომ ტექსტში - დეპარტამენტი) სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის (საერთო ფართი 2460.53, მიწის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №03.03.01.716, ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 1234,46კვ.მ.) საერთო ფართიდან ერთი ოთახი - 57.76კვ.მ., რომელიც მდებარეობს ამავე შენობის პირველ სართულზე.

2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით,სააგენტომ და დეპარტამენტმა უზრუნველყონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ მინისტრი                                         . ივანიშვილი