დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 ივნისის №554 განკარგულებაში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1053 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 15/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1053
2013 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
„შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 ივნისის №554 განკარგულებაში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 ივნისის №554 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. განკარგულების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსახორციელებელი ღონისძიებების შესყიდვისა და კომპანიის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში - სამინისტრო), „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, მოიძიოს რესურსი 320 000 (სამას ოცი ათასი) ლარის ოდენობით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს წინადადებები შესაბამისი ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით.“.
2. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) ამ განკარგულების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თანხის კომპანიისათვის გადარიცხვა;
ბ) თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, კომპანიასთან „თანხების გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება;
გ) კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.“.
3. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ თითოეული გადარიცხული თანხის სრულად გახარჯვის შემდეგ, ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.“.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები