დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/02/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.117.016168 |
|
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №10 დადგენილებით (სსმ V, 30/07/2010 წ., №3, მუხ.34, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.117.000023) დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებაში (რეგლამენტში)“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
911 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით განსახორციელებელი სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, რომელთა ღირებულება აღემატება 15000 (თხუთმეტი ათას) ლარს (გარდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერებით განსახორციელებელი პროექტებისა), სავალდებულოა სრული საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზა.“. |
ბ)
110-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საკრებულოს სხდომის მსვლელობა შესაძლებელია აღბეჭდილ იქნეს აუდიომატარებლებზე. ასეთ შემთხვევაში, სხდომის ჩანაწერი დაერთვის სხდომის ოქმს და ინახება სხვა მასალებთან ერთად, 111-ე მუხლის შესაბამისად.". |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები