„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 03
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/02/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.117.016166
03
31/01/2014
ვებგვერდი, 07/02/2014
010250000.35.117.016166
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2014 წლის 31 იანვარი

ქ. ამბროლაური

 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №17 დადგენილებით (სსმ V, 30.07.2010 წ., №3, მუხ.41, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.117.000030) დამტკიცებული დანართ №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-8 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების გარდა, მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ბრძანებას:

ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პირის სტაჟიორად მიღების, სტაჟირების შეწყვეტის ან/და დასრულების შესახებ;

ბ) შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიული და წლიური გეგმების შეთანხმების, შიდა აუდიტორული დავალების გეგმების შეთანხმების და შიდა აუდიტის/ინსპექტირების დაწყების ან/და დასრულების შესახებ.“.

ბ) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) შიდა აუდიტის სამსახური.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ფარჯანაძე