დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016518 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში (სსმ III, 19.07.2004 წ., №73, მუხ. 646) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. სააგენტოს მიზანია უზრუნველყოს უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების (შემდგომში – საჯარო რეესტრი), მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ფორმირება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.“;
ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ა“-„ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საჯარო რეესტრისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოება, ასევე კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება; ბ) საჯარო რეესტრისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ) საჯარო რეესტრისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; დ) საჯარო რეესტრისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის მეთოდური ხელმძღვანელობა და შესაბამისი მითითებების შემუშავება; ე) საჯარო რეესტრისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოების მომწესრიგებელი და მასთან დაკავშირებული კანონმდებლობის სრულყოფაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ვ) ტოპოგრაფიის, გეოდეზიის, გრავიმეტრიის, კარტოგრაფიის და აეროკოსმოსური გადაღებითი საქმიანობის სფეროში (შემდგომში – ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები) სახელმწიფო რეგულირებისა და სახელმწიფო მართვის პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელება.“;
ბ.ბ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: თ) ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისა და რეესტრის წარმოების სისტემის განვითარებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიულ-ტექნიკური შინაარსის აქტების პროექტების შემუშავება; ი) საქართველოს სახელმწიფო და ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულების საზღვრების, კონტინენტური შელფის, უცხო ქვეყნების ტერიტორიების, მსოფლიო ოკეანეებისა და ზღვების, აგრეთვე დასახლებული პუნქტებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებების სწორად ასახვის უზრუნველყოფა კარტოგრაფიულ პროდუქციაზე;“;
ბ.გ) „ნ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული მონაცემების ეროვნული სტანდარტების შემუშავება;“;
ბ.დ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“-„ნ8“ ქვეპუნქტები: ნ1) ქვეყნის ერთიანი გეოინფორმაციული პოლიტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, სივრცითი მონაცემების და მეტამონაცემების მარეგულირებელი ტექნიკური სპეციფიკაციების, რეგლამენტების და ეროვნული სტანდარტების შემუშავება; ნ2) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხარდაჭერა გეოინფორმაციული კომპონენტის განვითარებაში; ნ3) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ექსპლუატაციის და განვითარების კოორდინაცია, მონიტორინგი და ინტეგრაცია სივრცითი მონაცემების ევროპულ ინფრასტრუქტურაში; ნ4) საბაზისო სივრცითი მონაცემების სტანდარტიზაცია და ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზის ფორმირება, მართვა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ნ5) ელექტრონული მმართველობის პოლიტიკის და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა სივრცითი მონაცემების სფეროში; ნ6) ცენტრალიზებული საკადასტრო საქმიანობის მონიტორინგი; ნ7) სარეგისტრაციო ზონის, სექტორის, კვარტალის საზღვრების კორექტირება/დადგენა; ნ8) სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო სახსრებით განსახორციელებელი ტენდერის პირობების შეთანხმება და შესრულებული ტოპოგრაფიულ–გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების ხარისხის შემოწმება, მათი მოთხოვნის საფუძველზე;“.
2. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს;“;
ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს ოთხი მოადგილე.“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.“.
3. მე-6 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სააგენტოს სტრუქტურა“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების, მასში შემავალი ერთეულებისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების მეშვეობით.“;
გ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „1¹. სტრუქტურული ქვედანაყოფის შემადგენლობაში შემავალი ერთეული შესაძლებელია დაიყოს რამდენიმე დანაყოფად.“;
დ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სტრუქტურული ქვედანაყოფის და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის ფუნქციები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე. 3. ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურს აქვს ბეჭედი და შტამპი. ცალკეულ შემთხვევებში, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურს შეიძლება გააჩნდეს რამდენიმე ბეჭედი და შტამპი.“;
ე) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სტრუქტურული ქვედანაყოფის, სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალი ერთეულის, სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალი ერთეულის დანაყოფისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ან სააგენტოს თავმჯდომარის მიერ მინდობილი ცალკეული უფლება-მოვალეობების განხორციელება მიანდოს მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ცალკეულ თანამშრომელს. 6. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მასში შემავალი ერთეულები და დანაყოფებია: ა) ადმინისტრაცია; ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური; დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; ე) კანცელარია; ვ) შიდა კონტროლის სამსახური; ზ) იურიდიული დეპარტამენტი, რომელშიც შედის: ზ.ა) ადმინისტრაციული წარმოების სამსახური; ზ.ბ) სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახური; ზ.გ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და რეგიონული განვითარების სამსახური. თ) ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტი, რომელშიც შედის: თ.ა) რეგისტრაციის სამსახური, რომელშიც შედის: თ.ა.ა) პირველადი რეგისტრაციის განყოფილება; თ.ა.ბ) შემდგომი რეგისტრაციის განყოფილება; თ.ა.გ) მიწის ნაკვეთზე და ცალკე უფლების ობიექტზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განყოფილება; თ.ა.დ) იპოთეკის რეგისტრაციის განყოფილება. თ.ბ) ცენტრალიზებული რეგისტრაციისა და რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახური, რომელშიც შედის: თ.ბ.ა) უძრავ ნივთებზე სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უფლების რეგისტრაციის განყოფილება; თ.ბ.ბ) მშენებარე უძრავ ნივთებზე საკუთრების და ვალდებულებების რეგისტრაციის განყოფილება; ი) პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტი, რომელშიც შედის: ი.ა) რეგისტრაციის სამსახური, რომელშიც შედის: ი.ა.ა) პირველადი რეგისტრაციის განყოფილება; ი.ა.ბ) ცვლილებების რეგისტრაციის განყოფილება; ი.ბ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციის სამსახური; ი.გ) მონაცემთა დამუშავების სამსახური, რომელშიც შედის: ი.გ.ა) ამონაწერის მომზადების განყოფილება; ი.გ.ბ) საინფორმაციო განყოფილება; ი.გ.გ) მონაცემთა არქივირების განყოფილება; კ) შეზღუდვებისა და უფლებების რეგისტრაციის სამსახური; ლ) სამისამართო სამსახური, რომელშიც შედის: ლ.ა) მისამართების რეგისტრაციის განყოფილება; ლ.ბ) გეოინფორმაციული სისტემების განყოფილება; ლ.გ) საველე მონაცემების განყოფილება; მ) საინფორმაციო სამსახური, რომელშიც შედის: მ.ა) საინფორმაციო სერვისების განყოფილება; მ.ბ) ამონაწერის მომზადების განყოფილება; მ.გ) ცნობა–დახასიათებისა და საინვენტარიზაციო გეგმის მომზადების განყოფილება; მ.დ) ტექნიკური აღრიცხვის არქივის ინფორმაციის განყოფილება; მ.ე) საკადასტრო ინფორმაციის განყოფილება; ნ) მონაცემთა და ინფორმაციის ხარისხის კონტროლის სამსახური; ო) მონაცემთა დამუშავებისა და განახლების სამსახური; პ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომელშიც შედის: პ.ა) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახური; პ.ბ) სივრცითი ინფორმაციის სამსახური; პ.გ) კადასტრის უზრუნველყოფის სამსახური; ჟ) არქივის სამსახური; რ) სკანირების სამსახური; ს) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რომელშიც შედის: ს.ა) პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სამსახური; ს.ბ) ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური; ს.გ) მონაცემთა დამუშავების სამსახური; ს.დ) მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახური; ტ) სტატისტიკისა და ანალიზის სამსახური; უ) მომსახურების ხარისხის განვითარების სამსახური, რომელშიც შედის: უ.ა) ავტორიზებულ პირებთან ურთიერთობის განყოფილება; უ.ბ) მომსახურების კოორდინაციისა და ხარისხის განვითარების განყოფილება. ფ) პროდუქტების განვითარებისა და გაყიდვების სამსახური; ქ) პროექტების მართვის სამსახური; ღ) საფინანსო–ეკონომიკური სამსახური; ყ) სამეურნეო სამსახური; შ) შესყიდვების სამსახური.“.
ვ) მე-7 პუნქტის „ლ.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;“.
5. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 თებერვლიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები