დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ესპერანსის“ მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1031 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 02/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1031
2013 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
შპს „ესპერანსის“ მიმართ საქმიანობისხელშესაწყობადრიგღონისძიებათაგანხორციელებისშესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, შპს „ესპერანსის“ მიერ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (ტერიტორიული ორგანო) აუქციონის მომწყობი კომისიის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2007 წლის 5 ოქტომბრის ოქმის №6ა მე-6 პუნქტის მეორე და მესამე აბზაცებით გათვალისწინებული პირობების გაუქმების თაობაზე.
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „ესპერანსს“ შორის 2007 წლის 5 ოქტომბერს გაფორმებული ოქმი №6ა საფუძველზე მყიდველზე დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე.
3. ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდეს იმ პირობით, რომ ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის ვადაში შპს „ესპერანსი“ უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარის გადახდას.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ‑მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები