დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რკინიგზით ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის გაგრძელების შესახებ ინფორმაციის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1029 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 02/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1029
2013 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს რკინიგზით ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის გაგრძელების შესახებ ინფორმაციის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია – შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასათვის” ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის გაგრძელების თაობაზე დადგენილი შპს „საქართველოს რკინიგზასა“ და შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსს“, შპს „კავკასიატრანსს”, შპს „საქცემენტს” შორის 2008 წლის 25 მარტის Nსგდ/08-010 შეთანხმებით (ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით).
2. ეთხოვოს სს „საპარტნიორო ფონდს“ შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასათვის“ (ტვირთგამგზავნი ან ტვირთმიმღები) ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის ერთი წლით გაგრძელების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები