დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის №205 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 290 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/04/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 14/04/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №290
2009 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის №205 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის №205 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მუნიციპალური სერვისების განვითარების პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და საინჟინრო პროექტების მომზადებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს 1 800 000 (ერთი მილიონ რვაასი ათასი) ლარი.“.
2. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. „სახელწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულების უზრუნველსაყოფად სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები