„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5241
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 27/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 120.260.000.05.001.002.977
  • Word
5241
11/07/2007
სსმ, 29, 27/07/2007
120.260.000.05.001.002.977
„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №49, 29.12.2006, მუხ. 365) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ინდივიდუალური რეზერვი კომპლექტდება პირებისაგან, რომლებიც არ ირიცხებიან აქტიურ და ეროვნული გვარდიის რეზერვებში, იმ პირებისაგან, რომლებმაც ამ მუხლის მე-4 და 41 პუნქტების საფუძველზე გაიარეს სამხედრო სარეზერვო სამსახური, აგრეთვე პირებისაგან, რომლებმაც „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე და 30-ე მუხლების საფუძველზე ისარგებლეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლებით და შეუსრულდათ 27 წელი.

4. აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლა ერთჯერადად სავალდებულოა. თუ აღნიშნული პირები საკუთარი სურვილით გაივლიან სარეზერვო სამსახურს დამატებით ორი ვადით, მათ სამხედრო ვალდებულება მოხდილად ჩაეთვლებათ და 27 წლის ასაკის მიღწევამდე ჩაირიცხებიან ინდივიდუალურ რეზერვში.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42პუნქტები:

„41. თუ სტუდენტის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სარეზერვო სამსახურის დამატებით ორი ვადით გავლა ემთხვევა უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებას, იგი საკუთარი სურვილით შეიძლება გაიწვიონ სამხედრო სარეზერვო სამსახურში.

42. ამ მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად სარეზერვო სამსახურის გავლის შემთხვევაში პირს სამხედრო ვალდებულება მოხდილად ჩაეთვლება და 27 წლის ასაკის მიღწევამდე ჩაირიცხება ინდივიდუალურ რეზერვში.“;

გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირს სამხედრო სარეზერვო სამსახურში გასაწვევად გამოიძახებს და შემკრებ პუნქტში მიიყვანს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ასაკი განისაზღვრება 27-დან 40 წლის ჩათვლით, გარდა ამ მუხლის 1პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ასაკი პირისათვის, რომელიც „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე და 30-ე მუხლების თანახმად სარგებლობს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლებით, განისაზღვრება 23 წლიდან, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის შემდგომ სამხედრო ვალდებულება მოხდილად ჩაეთვლება და ჩაირიცხება ეროვნული გვარდიის რეზერვში.“.

4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა აღრიცხვა

1. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა აღრიცხვას აწარმოებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ვალდებულია რეზერვისტთა შესახებ სააღრიცხვო ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტს.

3. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს რეზერვისტთა გამოძახებასა და შემკრებ პუნქტებში მიყვანას.“.

5. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) იგი არის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5241–რს