დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 286 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/04/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 14/04/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №286
2009 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
სსიპ – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ
სსიპ – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:
ა) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში და დაამატოს ორგანიზაციული კოდი „23 01 08 – სსიპ – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტო“.
ბ) „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოს სსიპ – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დასაფინანსებლად საჭირო თანხების მოძიება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები