დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ქუთაისის ოფისის სარემონტო სამუშაოების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 283 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/04/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 14/04/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №283
2009 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ქუთაისის ოფისის სარემონტო სამუშაოების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით დეპარტამენტის ქ. ქუთაისის ოფისის (მდებარე ქ. ქუთაისში, ფალიაშვილის ქ. №33/ბასკეთის ქ. №2/ლერმონტოვის ქ. №1-ში, საერთო ფართობით 2460,53 კვ.მ) სარემონტო სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აპარატისათვის (ორგანიზაციული კოდი: 25 03 01 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.
3. თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერიამ, აღნიშნული პროექტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა შეთანხმებისა და დროული გადაწყვეტისათვის საჭირო დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები