დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 280 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/04/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 14/04/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №280
2009 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადების ჟურნალ „THE ECONOMIST“-ის ინტერნეტ გამოცემაში განთავსების ხარჯების დაფინანსების მიზნით, „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამოეყოს 974 (ცხრაას სამოცდათოთხმეტი) ინგლისური გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტი ლარი.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები