ზოგიერთი სამინისტროს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის ღონისძიებათა შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 279
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/04/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 14/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
279
14/04/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 14/04/2009
000000000.00(0).000.000000
ზოგიერთი სამინისტროს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №279

2009 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

ზოგიერთი სამინისტროს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის ღონისძიებათა შესახებ

„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიმართ არსებული დავალიანება დაფარონ შემდეგმა სახელმწიფო დაწესებულებებმა:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან – 79 657.08 ლარის ოდენობით;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სატყეო დეპარტამენტმა „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან – 35 497.35 ლარის ოდენობით;

გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან – 152 890.80 ლარის ოდენობით;

დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან – 156 829.08 ლარის ოდენობით.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური