საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 275
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/04/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 06/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
275
06/04/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 06/04/2009
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

 

საქართველოს მთავრობის

 

 

 

 

განკარგულება 275

 

 

2009 წლის 6 აპრილი

 

 

ქ. თბილისი

 

 

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

1. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ოჯახების ფქვილით უზრუნველსაყოფად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 539 830 (ხუთას ოცდაცხრამეტი ათას რვაას ოცდაათი) ლარი, ხოლო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს – 260 170 (ორას სამოცი ათას ას სამოცდაათი) ლარი.

2. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უზრუნველყონ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების დასახლებებში მცხოვრები ყოველი ოჯახისათვის 50 კგ. ფქვილის გადაცემა.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                                   ნ. გილაური