დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის გამოყოფილი ფქვილიდან დარჩენილი მარაგის შემდგომი გამოყენების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 261 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 31/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №261
2009 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის გამოყოფილი ფქვილიდან დარჩენილი მარაგის შემდგომი გამოყენების შესახებ
„მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №225 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეისყიდა 46262,850 ტონა ფქვილი, რომლის რაოდენობა განისაზღვრა თვითმმართველი ერთეულების მიერ ოჯახების შესახებ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელების შემდეგ გაუნაწილებელი დარჩა 755,350 ტონა ფქვილი.
დარჩენილი ფქვილის მარაგის შემდგომი გამოყენების მიზნით:
1. გაუნაწილებელი ფქვილის დარჩენილი მარაგი გადაეცეს შესაბამის მუნიციპალიტეტებს დანართის მიხედვით.
2. მუნიციპალიტეტებმა ფქვილის მარაგი გამოიყენონ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
მუნიციპალიტეტებისათვის გასანაწილებელი ფქვილის დარჩენილი მარაგი
|
მუნიციპალიტეტის დასახელება
| გადასაცემი ფქვილის რაოდენობა (კილოგრამებში) |
| ქედის მუნიციპალიტეტი | 3000 |
| ბაღდათის მუნიციპალიტეტი | 3000 |
| თერჯოლის მუნიციპალიტეტი | 32100 |
| საჩხერის მუნიციპალიტეტი | 7000 |
| ტყიბულის მუნიციპალიტეტი | 7000 |
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტი | 10200 |
| ხონის მუნიციპალიტეტი | 3750 |
| აბაშის მუნიციპალიტეტი | 25300 |
| მარტვილის მუნიციპალიტეტი | 12800 |
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტი | 10050 |
| ხობის მუნიციპალიტეტი | 39600 |
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტი | 162250 |
| ადიგენის მუნიციპალიტეტი | 7400 |
| ასპინძის მუნიციპალიტეტი | 7500 |
| ახალციხის მუნიციპალიტეტი | 161250 |
| ახალქალაქის მუნიციპალიტეტი | 15000 |
| ბორჯომის მუნიციპალიტეტი | 15000 |
| ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი | 19800 |
| ბოლნისის მუნიციპალიტეტი | 53750 |
| გარდაბნის მუნიციპალიტეტი | 70000 |
| დმანისის მუნიციპალიტეტი | 64600 |
| მარნეულის მუნიციპალიტეტი | 25000 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები