თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 214-ე კმ-ზე სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენით სამუშაოთა შესახებ

  • Word
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 214-ე კმ-ზე სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენით სამუშაოთა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 258
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 31/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
258
31/03/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 31/03/2009
000000000.00(0).000.000000
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 214-ე კმ-ზე სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენით სამუშაოთა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №258

2009 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 214-ე კმ-ზე სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენით სამუშაოთა შესახებ

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 214-ე კმ-ზე არსებული რკინა-ბეტონის მილზე მიმდინარე წლის თებერვალში ძლიერმა წვიმამ გამოიწვია მილის საფუძველში არსებული გრუნტის წყლის გაჯერება და მისი მზიდუნარიანობის შესუსტება, რის შედეგადაც მილის მეორე სექციამ ყველა მხარეს განიცადა ჯდენა; მოსალოდნელია გზის ჩამოქცევა და მოძრაობის ჩაკეტვა. ზემოაღნიშნული ავარიული მდგომარეობის დროულად აღმოფხვრის მიზნით აუცილებელია ხსენებულ მონაკვეთზე შეზღუდულ ვადებში განხორციელდეს მუდმივი ნაგებობის – სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, რისთვისაც:

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებისათვის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 214-ე კმ-ზე 2009 წელს სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2. აღნიშნულ სამუშაოთა დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 03 01 02 01) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                          ნ. გილაური