დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გ. გოდაბრელიძის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 287 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 21/06/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №287
2006 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
გ. გოდაბრელიძის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის” 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლლებების შეტანის თაობაზე”, „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „საგანგებო მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები