დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „EXPO 2010“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის №822 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 247 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 25/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №247
2009 წლის 25 მარტი
ქ. თბილისი
„EXPO 2010“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის №822 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. „EXPO 2010“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის №822 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში –კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
| ლაშა ჟვანია | – | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე |
| მამუკა ახვლედიანი | – | ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) |
| ირაკლი გაჩეჩილაძე | – | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე |
| ნინო კალანდაძე | – | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე |
| პეტრე კანკავა | – | საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი |
| ნატალია კასრაძე | – | საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი |
| დავით ლორთქიფანიძე | – | საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი |
| ვასილ მანაგაძე | – | საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტის“ თავმჯდომარე |
| პაპუნა პეტრიაშვილი | – | საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე
|
| ნატალია ფარცხალაძე | – | საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
| ალექსანდრე ცინცაძე | – | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე |
| დავით ცხადაძე | – | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე.“; |
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს მხარის გამოფენის კომისიონერად დაინიშნოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი პეტრე კანკავა.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომისიამ ხუთ თვეში შეიმუშაოს და წარმოადგინოს:
ა) „EXPO 2010“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მოსამზადებელ ღონისძიებათა გეგმა;
ბ) „EXPO 2010“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის გეგმის თანახმად შედგენილი ხარჯთა ნუსხა.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები