დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტისათვის“ უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 228 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 24/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №228
2009 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტისათვის“ უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ
1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის №110 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადაეცეს იჯარის ფორმით შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს“ ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზ. №25-ში მდებარე შენობა-ნაგებობის 3200 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული 2419,8 კვ.მ მიწის ფართობი, 1 წლის ვადით, რომლის ამოწურვის შემდეგ ხელშეკრულება ავტომატურად შეწყვეტილად ჩაითვლება. ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვროს 32 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტთან“ საიჯარო ხელშეკრულების გასაფორმებლად.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები