დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საჭირო ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით ონის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 225 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 24/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №225
2009 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საჭირო ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით ონის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. საომარი მოქმედებების შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ონის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა დ. გაგოშიძემ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები