დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით ტექნიკის შესყიდვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 222 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 24/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №222
2009 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით ტექნიკის შესყიდვის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სტიქიური მოვლენების აღმოსაფხვრელი ღონისძიებებისათვის იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი არასაპროექტო გრანტის ფარგლებში შექმნილი საპარტნიორო ფონდიდან დამატებით შეიძინოს ერთი ერთეული ბულდოზერი და ერთი ერთეული ბორბლებიანი ექსკავატორი.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები