მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 217
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 19/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
217
19/03/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 19/03/2009
000000000.00(0).000.000000
მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №217

2009 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ

„ღროულის“ წყაროს ბაზაზე ქ. ფოთის თვითდინებითი წყალმომარაგების მილსადენის ქვეყნისათვის განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების 51-ე მუხლის შესაბამისად:

1. ეთხოვოს თვითმმართველი ქალაქი ფოთის მერიას არსებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე შეითანხმოს „ღროულის“ წყაროს ბაზაზე ქ. ფოთის თვითდინებითი წყალმომარაგების პკ 0-დან პკ 153+53-მდე და პკ 153+53-დან პკ 460+05-მდე მილსადენის მშენებლობის პროექტი.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად შეთანხმებული პროექტისა და წარდგენილი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე გასცეს მშენებლობის ნებართვა.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                 ნ. გილაური