დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-იგოეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად დამატებით ღონისძიებათა განხორციელებისა და არქიტექტურულ-ესთეტიკური იერსახის გაუმჯობესების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 210 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 19/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №210
2009 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-იგოეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად დამატებით ღონისძიებათა განხორციელებისა და არქიტექტურულ-ესთეტიკური იერსახის გაუმჯობესების შესახებ
1. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-იგოეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად დამატებით ღონისძიებათა განხორციელებისა და არქიტექტურულ-ესთეტიკური იერსახის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ _ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-იგოეთის მონაკვეთზე 2009 წელს უზრუნველყოს:
ა) ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეგულირებისათვის დისტანციური მართვის საინფორმაციო ნიშნების დამონტაჟება და არსებული საგზაო ნიშნების განახლება;
ბ) საავტომობილო გზის ჰორიზონტალური მონიშვნა თერმოპლასტის გამოყენებით;
გ) ჩქაროსნული მაგისტრალის გასწვრივ მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებთან და სოფელ ქანდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურდამხშობ ნაგებობათა მოწყობა.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამუშაოების შეზღუდულ ვადებში შესრულების მიზნით, საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
3. სამუშაოების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი: 25 03 01 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები