სანიტარიული პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
სანიტარიული პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 209
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 19/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
209
19/03/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 19/03/2009
000000000.00(0).000.000000
სანიტარიული პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №209

2009 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

სანიტარიული პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდი მანქანებისა და ურნების შეძენის მიზნით გამოუყოს 670 000 (ექვსას სამოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) გორის მუნიციპალიტეტს – 335 000 (სამას ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი:

- საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდი მანქანებისათვის – 300 000 (სამასი ათასი) ლარი;

- საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნებისათვის – 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;

ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტს – 335 000 (სამას ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი:

- საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდი მანქანებისათვის – 300 000 (სამასი ათასი) ლარი;

- საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნებისათვის – 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელონ შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური