დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 ნოემბრის №731 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 207 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 19/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება 207
2009 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 ნოემბრის №731 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 ნოემბრის №731 განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. 2009 წელს ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი მონაცემების საფუძველზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა სააგენტომ უზრუნველყოს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში „სოციალური დახმარების პროგრამიდან“ (ორგანიზაციული კოდი – 35 17 05). აღნიშნული დებულება გავრცელდეს 2009 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები