დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით გორის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 206 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 19/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №206
2009 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით გორის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული იმ 15 ოჯახისათვის კომპენსაციის გასაცემად, რომელთა საცხოვრებელი სახლები არ ექვემდებარება აღდგენას, „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გორის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 376 000 (სამას სამოცდათექვსმეტი ათასი) ლარი.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა _ გუბერნატორმა ვ. ვარძელაშვილმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები