საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ბინების რეაბილიტაციის მიზნით გორის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ბინების რეაბილიტაციის მიზნით გორის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 204
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 19/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
204
19/03/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 19/03/2009
000000000.00(0).000.000000
საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ბინების რეაბილიტაციის მიზნით გორის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №204

2009 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ბინების რეაბილიტაციის მიზნით გორის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ბინების რეა­ბილიტაციის მიზნით „საქართველოს 2009 წლის სახელ­მწი­ფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგი­ონებში განსა­ხორციე­ლე­ბე­ლი პროექტების ფონდიდან საქართვე­ლოს ფინან­სთა სამი­ნისტრომ გორის მუნიციპალიტეტს გამო­უყოს 1 900 000 (ერთი მილიონ ცხრაასი ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად სამუშაოთა მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულების უზრუნ­ველსაყოფად სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპა­რაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციე­ლონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთე­უ­ლებ­­­­­ში (გორის, კასპის, ქარე­ლისა და ხაშურის მუნიციპალი­ტე­ტე­ბი) სახელმწიფო რწმუნებულმა _ გუბერნატორმა ვ. ვარძე­ლა­შვილმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური