დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 2009 წლის განმავლობაში საპროექტო, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 198 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 19/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №198
2009 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 2009 წლის განმავლობაში საპროექტო, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 2009 წლის განმავლობაში ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განახორციელოს საპროექტო, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სააგენტოსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი: 32 14 01 03) საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები